პუტინი ქართველ ხალხს: შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დავიწყება

სულ ნახვები : 444
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსმა დიქტატორმა პუტინმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებს,  ქართველ და მოლდოველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვები გაეგზავნათ დსთ-ს ქვეყნების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებსაც. სიაში არ არის უკრაინა.

„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გულისყურით შეინარჩუნოთ და გადასცეთ მომავალ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ამაყად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა.

მჯერა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობის კავშირები დარჩება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“, - განაცხადა პუტინმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა