„ეს სია შემოინავს იმ ხალხის სახელებს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის“ - ელენე ხოშტარია „ოცნების“ დაანონსებულ რეესტრზე

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ „მონა.ჯი“ შემოინახავს საშვილიშვილოდ იმ ხალხის სიას, ვინც ქმნიდა ამ რუსულ რეჟიმს, ეს სია შემოინავს იმ ხალხის სახელებს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის, - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ოცნების“ მიერ დაანონსებული მისთვის მიუღებელი მოქალაქეების რეესტრის შექმნის შესახებ.

ხოშტარიას თქმით, ეს არის სწორედ რუსული რეჟიმის დამკვიდრების კიდევ ერთი გამოვლინება.

„ეს არის სწორედ რუსული რეჟიმის ლოგიკის გაგრძელება, რუსული კანონიც, ეს რაღაცა სიაც არის აბსოლუტურად იდენტური იმ პროცესებისა, რაც რუსეთში ხდება. სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ, ეს არის დაუშვებელი, რომ დამყარდეს ჩვენს ქვეყანაში და ვერც დამყარდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ რუსეთი. ამასთანავე, თუ „მონა.ჯი“ შემოინახავს საშვილიშვილოდ იმ ხალხის სიას, ვინც ქმნიდა ამ რუსულ რეჟიმს, ეს სია შემოინავს იმ ხალხის სახელებს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ხოშტარიამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა