შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, კი - გამჭვირვალობას” შედგა - მდინარაძე

სულ ნახვები : 332
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შეთანხმება და დათანხმება „არა რუსულ კანონს, კი - ევროპას, კი - გამჭვირვალობას” შედგა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფეისბუქზე წერს.

„ახლა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე: არასამთავრობოების ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა - ეს წინადადება მართალია თუ ტყუილია?! თუ მართალია, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შევიდეს სადღაც, რაღაც საიტზე, სადაც ნახავს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს, რაოდენობას, დამფინანსებელს და დეტალურ ანგარიშებს, რამდენი და რაში დაიხარჯა …

არა და, მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსების კვლევამ აჩვენა, რომ არა თუ რომელიმე მიგნებად საიტზე, არამედ საშემოსავლო გადასახადის და ელექტრონული ზედნადებებით რისი მიკვლევაც მოხერხდა, იძებნება ამ კონკრეტული ორგანიზაციების შემოსავალი 15 მილიონი ლარის, ხოლო ხარჯი - 85 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსების მთლიანი რაოდენობის დადგენა ამ მონაცემებით, შეუძლებელია…

დასკვნა: მათი ფინანსები თუ ისედაც გამჭვირვალეა, კანონპროექტი ცალსახად რუსულია! მათ შორის კანადური - მით უფრო!

P.S. „სტიგმატიზაციაზე“ ხვალ“- წერს მდინარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა