ოცნება განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას - გახარია

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ოცნება განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას -  ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახრია აცადებს

 ის მოუწოდებს საჯარო მოხელეებს  იმოქმედონ გონივრულად და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. 

" ოცნება განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას. განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდები ხაზს უსვამს ოცნების არაადეკვატურობას და მძიმე ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ცდილობს რა ძალაუფლების შენარჩუნებას, საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად. 

ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას. ყველა, ვინც ამ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, პასუხს აგებს კანონის წინაშე! 

მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, იმოქმედონ გონივრულად და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. კონსტიტუციური წესრიგის არარსებობის პირობებში, საჯარო მოხელეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ხალხი სწორედ მათ იმედზეა" - აცხადებს გიორგი გახარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა