ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ - დიმიტრი ჩიქოვანი

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს ორი უცნობი პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

ჩიქოვანის თქმით, შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა. 

"მარტო ვიყავი სახლის კარებთან და მინდა, რომ ჩემს მეგობრებს ვუთხრა, იმ ხალხს, რომელიც უკვე სამი კვირაა რუსულ კანონს აპროტესტებს ქუჩაში, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული.

ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. ქართული ოცნების მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია და ვერაფერი შეაჩერებს ქართველ ხალხს", - თქვა ჩიქოვანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა