72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, შენი შვილი გაჩერდესო - ლაშა ღვინიანიძე

სულ ნახვები : 332
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლაშა ღვინიანიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ ამბობს, რომ დღეს მის 72 წლის მამას დაურეკეს და დაემუქრნენ. 

მისივე თქმით, თავდასხმამდე მასთან უცნობი ნორმიდან შევიდა ზარი, თუმცა ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში ზუსტ ლოკაციაზე მივიდნენ. 

"მთელი დღის მუქარების შემდეგ, არ ვიცი ოღონდ, საიდან გაიგეს სად ვიყავი, უბრალოდ იმ საეჭვო ნორმიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდნენ იქიდან და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ, ეგრე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით სამი ადამიანი მოვარდა. ჩაგვიარეს ჯერ ჩვეულებრივად მე და ჩემს მეგობარს, მერე გამარჯობაო და უკნიდან შემოგვიტიეს, ვერც მოვასწარით ვერაფრის გაკეთება. 

დღეს 72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, რომ შენი შვილი გაჩერდესო. როგორც ყველას, თავიდან გვეგონა, რომ უბრალოდ მუქარებია მხოლოდ და მეტი არაფერი", - ამბობს ღვინიანიძე. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა