ბევრი მირტყამდა, რატომ ეწინააღმდეგები რუსულ კანონსო - გია ჯაფარიძე თვდასხმაზე

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ბევრი მირტყამდა... ბეისბოლის "ბიტებივით" ჰქონდათ. რატომ ეწინააღმდეგები რუსულ კანონსო", - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი გია ჯაფარიძე საუბრობს, რომელზე თავდასხმის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ძმამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გაავრცელა. გია ჯაფარიძე კლინიკაშია გადაყვანილი. 

"რაც ხდება ამ ქვეყანაში, ის ხდება. რუსეთი დაგვესხა თავს. ორი ნაღდად მახსოვს [თავდამსხვმელი], შეიძლება სამი. სახლთან, სადარბაზოსთან. არაფერი არ უთქვამთ, პირდაპირ ცემა დაიწყეს... ბევრი მირტყამდა, ორი ნაღდად იყო. რაღაც ჯოხებით, არ ვიცი. რატო ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. როგორ უნდა მომეხდინა [იდენტიფიცირება], არა, ვერაფერი, სიბნელე იყო. პოლიცია ინფორმირებულია. ბეისბოლის "ბიტებივით" ჰქონდათ. ახლა მოვედი [კლინიკაში], თუ შემიშვებთ, ვნახავთ რა დაზიანებები მაქვს - ამბობს გია ჯაფარიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა