ხალხი თუ ოდნავ დაფიქრდება, არ დადგება იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც წინა ხელისუფლების რიგებში იყო - ყაველაშვილი

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს ადამიანები როგორ შეიძლება შეიცვალონ?! - ესენი არიან ამ ყველა აქციის ორგანიზატორები, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი თუ ოდნავ დაფიქრდება, არ დადგება იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც წინა ხელისუფლების რიგებში იყო და „ქართული ოცების“ მხარს დაიჭერს. 

„ნეიტრალური მხარე გამოდის და ამბობს „მე რა შუაში ვარ „ნაცთან“, მე „ნაცები“ საერთოდ არ მაინტერესებს“ - როგორ არ გაინტერესებს?! ესენი გეგმავენ ყველაფერს. მიტრიალდი მაშინ და გაუხსენე მათი ქმედებები აკო მინაშვილის, უტიაშვილიც იქ გიდგას, რომელიც 26 მაისის შემოქმედია - იქ არ არის გიგი უგულავაც?! ვის ემიჯნები, გამაგებინე?! რომ მეუბნები „ნაცთან“ რატომ მაიგივებ - აბა ვისთან გაგაიგივო, როდესაც იმის დაკვეთებს ასრულებ?!

თუკი დღეს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააანალიზებს რა ხდება, პირიქით უნდა მოხდეს - ამ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუდგენ გვერდით, ვინაიდან პირველად, 30 წლის განმავლობაში, შევძელით რომ რაღაც საკითხში ჩვენი სუვერენიტეტი დაგვეცვა.

ეს ის ხალხია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აქციებზე რომ იყო და მოგვიწოდებდა, რუსეთის დასანქიცირებაში ჩავრთულიყავით და უკრაინაში მოხალისეები გაგვეგზავნა. ერთი წამით გაიაზრონ იმ ადამიანებმა და საქართველოს მოქალაქეებმა, ეს რომ დაგვეშვა, დღეს ხომ ჩვენ ომში ვიქნებოდით?!“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა