მოვუწოდებ ამ ბავშვებს, აქცია ჩაატარონ, თუმცა არ უნდა გადავიდნენ ზღვარს - ვახტანგ გომელაური

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მაქსიმალურად ხშირად ვცდილობთ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები. ეს იქნება წყლის ჭავლი, მხუთავი გაზი თუ წიწაკის სპრეი, მათ შორის რეზინის ტყვიები, თუმცა ამის სრული უფლება გვაქვს - განაცხადა შს მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით,  აქციის  ჩატარების უფლება აქვთ, თუმცა ზღვარს არ უნდა გადავიდნენ.

„არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჩვენი დანაყოფები იყენებენ ძალებს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი დანაყოფებს და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს აქვს გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აშშ-ში, მათ დანაყოფებთან ერთად, ერთობლივ წვრთნებში. ეს არის გაწვრთნილი და აღჭურვილი, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ჩვენ არ ვიგონებთ, ახალს არაფერს, თუმცა მაქსიმალურად ხშირად ვცდილობთ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები. ეს იქნება წყლის ჭავლი, მხუთავი გაზი თუ წიწაკის სპრეი, მათ შორის რეზინის ტყვიები, რატომღაც ატყდა ამბავი, რომ რეზინის ტყვიები ისროლეს, იმ დღეს არ გვისვრია, თუმცა სრული უფლება გვაქვს, რომ  გამოვიყენოთ. მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, იმ ბავშვებს, რომლებიც ჩემი შვილების ტოლები არიან, უფრო პატარებიც, სამწუხაროდ. მინდა მოვუწოდო მათ ხელმძღვანელებსა და ლიდერებს, რომლებიც აქეზებენ ამ ბავშვებს და ეუბნებიან, ეს გააკეთეთ, თუმცა როცა იძაბება სიტუაცია, ეს ადამიანები ქრებიან, რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე გამოდიან და კომენტარებს აკეთებენ. მე მოვუწოდებ ამ ბავშვებს, აქცია ჩაატარონ, თუმცა არ უნდა გადავიდნენ ზღვარს, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამ ბავშვებს გავუფრთილდეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა