ანდრიუს კუბილიუსი: ივანიშვილსა და პუტინს შორის ბევრი მსგავსებაა

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრ რამეში ჰგავს პუტინს და ლუკაშენკოს. ევროპარლამენტარი წუხს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან საშიშ გზას დადგა.

„შემოდგომაზე დანიშნული არჩევნები, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შეკითხვა, რომელიც ჩვენს თავს უნდა დავუსვათ, ისაა, იქნება თუ არა ეს არჩევნები გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თუ მმართველი პარტია ჩაატარებს ამ არჩევნებს ისე, როგორც ეს ბელარუსსა და რუსეთში ხდება?

მმართველი პარტია და მთავრობა ძალიან საშიშ გზას ადგანან. ძალიან მარტივი რამ შემიძლია გითხრათ: ლუკაშენკომ და პუტინმაც ასე დაიწყეს- ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენებით - ახლა კი დიქტატორები არიან. Ახლა, როდესაც ვხედავ, რას აკეთებს საქართველოს მმართველი პარტია და როგორ ცდილობენ მისი წევრები, რომ საქართველოსა და ევროკავშირის გზები ერთმანეთს დააშორონ, ბევრ მსგავსებას ვხედავ ბიძინა ივანიშვილს, ლუკაშენკოსა და პუტინს შორის“, - აღნიშნავს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარის განცხადებით, „ოცნების“ მთავრობამ მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა რათა საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან დაეშორებინათ.

"ქართველი ხალხი გაწბილებულია მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით. და ეს მხოლოდ "უცხოეთის აგენტების" ამ კანონს არ ეხება, რომელიც აბსოლუტურად მოსკოვის სტილისაა. ხალხი განიცდის მთავრობის ზოგად მიმართულებას, მმართველი პარტიის ზოგად ვექტორს.

ძალიან ნათელია, რომ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგეს, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან დაეშორებინათ. სწორედ ამიტომაა ხალხი გაწბილებული. ვიცი, რომ ისინი მთავრობის ასეთი ტენდენციებისა და გადაწყვეტილებების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს ჩვენც ძალიან გვაღელვებს.

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ნათელია, ქართველი ხალხის უმეტესობა, მათი 80%-ზე მეტი, მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირისა და ნატოსკენ. პრობლემები კი, რომელსაც ახლა ვხედავთ, მმართველი პარტიის, მთავრობის მიერაა შექმნილი. სწორედ აქ თამაშობს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც რუსეთში კვლავ აქვს კავშირები, მნიშვნელოვან როლს.

ამ რეზოლუციით, პირველ ყოვლისა, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ კარგად გვესმის რა არის ბიძინა ივანიშვილის როლი [საქართველოში] რომ მას, როგორც ოლიგარქს მიტაცებული აქვს სახელმწიფო. ის ნიშნავს ყველა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს და ა.შ სწორედ ამიტომ მას მივიჩნევთ იმ უბედურებებზე პასუხისმგებლად, რასაც მთავრობა საქართველოში ჩადის.

პროკრემლისტური კანონმდებლობის მიღებაზე პასუხისმგებლობა პირადად მას [ივანიშვილს] უნდა ეკისრებოდეს და ეს დასავლურმა მთავრობებმა უნდა გაიაზრონ.

არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს [რეზოლუცია] რაიმე ტიპის სანქციების პოლიტიკად იქცეს? ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ ის, რაც ევროპარლამენტმა უკვე თქვა: თუ მსგავს კანონს მიიღებენ, საქართველოსთვის აღარ იქნება შესაძლებელი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო გააგრძელებს სვლას იმავე მთავრობით- ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ კობახიძის მთავრობით, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებენ, მაშინ საქართველო ნამდვილად ვერ შეძლებს ევროკავშირში სრულად გაწევრიანებას. ეს ნამდვილად ასეა. სწორედ ამის თქმა გვინდოდა ამ რეზოლუციით. ის ეხება არა მარტო სანქციებს, არამედ - კონკრეტულ ადამიანებს, მათ პასუხისმგებლობას და ჩვენს ძალიან მკაფიო პოზიციას, რომ ქვეყნის მთავრობაში ასეთი ადამიანებით, შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ [საქართველო] მიაღწევს მთავარ მიზანს - ევროკავშირის წევრობას", - განაცხადა კუბილიუსმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა