ივანიშვილმა პირდაპირ, პირადად წაახალისა ეს ძალადობა - საბა ბუაძე

სულ ნახვები : 94
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილმა პირდაპირ, პირადად წაახალისა ეს ძალადობა, მაგრამ ძვირად დაუჯდება, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუიაძემ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

ბუაძის თქმით, რეჟიმი პანიკაშია და მისგან ძალადობრივი დანაშაულებები კიდევ უფრო გახშირდება.

„ამ ხელისუფლების ფსკერზე დაშვების სიჩქარე იზრდება, შესაბამისად, იზრდება  დანაშაულების რაოდენობაც, ფიზიკური თავდასხმები, მუქარის კამპანიები. ეს კიდევ უფრო გახშირდება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის პანიკაში. ივანიშვილმა  პირდაპირ, პირადად წაახალისა ეს ძალადობა რაც მიდის, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება მასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ სიბინძურეში მონაწილეობს“, - განაცხადა ბუაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა