შსს აქციის ორგანიზატორებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკითხვაზე დაბარებას გეგმავს

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შსს აქციის ორგანიზატორებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკითხვაზე დაბარებას გეგმავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გამოკითხვა საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოხდება,

„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციამ რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. მათ წინააღმდეგ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე  მუხლით მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა