არც იოცნებონ, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ - ვახტანგ გომელაური

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არც იოცნებონ,, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა,.

მისივე თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყება და მისი ავთენტიკურობა დადგინდება.

“სამწუხაროა, რაც მოვისმინეთ. თუ ჩვენი ქვემდებარე იქნება, ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხზე მოკვლევას ან თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები - გამოძიებას. ავთენტიკურობა დასადგენია. არ მინდა პირდაპირ მტკიცებულების ფორმაში ვთქვა, რომ ეს ასეა ნამდვილად. რასაც ვისმენდით, საშინელებაა. ჩვენ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რას აკეთებდნენ, აქედან გამომდინარე ზუსტი ინფორმაციაა. პირველი შემთხვევა არაა, სამწუხაროდ. არც იოცნებონ... საუბრები, გადატრიალება, შევარდნა, გამოვარდნა... გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში თუ უნდათ და დაანებონ პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა