დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ - კახა კალაძე

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ბოროტებასა და რადიკალიზმზე სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. 

„ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი, ოჯახების გაუბედურება, ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა. ფაშიზმმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ასევე, ბევრი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა. მადლობა ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ბოროტებასა და რადიკალიზმზე სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა