თინა ხიდაშელი: აგონიაში მყოფი ხელისუფალი კუდს იქნევს

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიციის წევრებზე თავდასხმებს „სამოქალაქო იდეის“ ლიდერი თინა ხიდაშელი ეხმიანება.

„ჩემი სოლიდარობა გია ჯაფარიძეს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ასე ქურდულად ეპარებიან და ცემენ!

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ბრძოლა არ იქნება ადვილი!  ძალაუფლებით თრობაში მყოფი ხელისუფალი კუდს იქნევს.

აგონიაში მყოფ, უცოდინარ და უტიფარ ხელისუფალთ საკუთარი ძალაუფლების შენარჩენუებისთვის ბოლო გაბრძოლების დროს, მხოლოდ ძალადობა შერჩებათ ხოლმე იარაღად. ასე იყო ყველა ჯერზე და სამწუხაროდ ასეა დღეს საქართველოშიც.  ეს თითქოს, ერთი შეხედვით ლოგიკური კითხვები, ვის აწყობს? რაში აწყობს? ეს ხომ მათ წინააღმდეგ მუშაობს? და სხვა უბრალოდ არა რელევანტურია. თქვენ ვინც ამ კითხვებს სვამთ დღეს საკუთარი კომპორტის ზონაში ხართ ისევ, ამიტომ ლოგიკაც და რელევანტურობაც არ დაგიკარგავთ. შესაბამისად, მარტივად არქმევთ ყველაფერს სახელებს, მაგრამ მათ, იქ შუშის სასახლეში და მის შორიახლოს მყოფთ ეს კომფორტის ზონა დარღვეული აქვთ, საკუთარი დანაშაულებრივი შეცდომებისგან კუთხეში არიან მიქცეული და მხოლოდ შიში განსაზღვრავს მათ ქმედებებს. ზუსტად ამ დროს იმარჯვებს ძალადობა გონიერებაზე და მათი გონებაც ყოველ ჯერზე მხოლოდ მორიგ ძალადობრივ ქმედებას წარმოშობს.  

ყველაზე საცოდავი და ყველაზე სამარცხვინო სწორედ მაშინ ხდება ხელისუფალი, როდესაც შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს.

ეს დასასრულია! აქედან შემობრუნება არ არსებობს!

ეს შესაძლოა მათ არ იციან, რადგან ცოდნასთან ძალზედ მწყრალად არიან, მაგრამ სხვა კანონზომიერება უბრალოდ არ არსებობს", _ წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ხიდაშელი შსს-ს დღევანდელ ბრიფინგსაც ეხმიანება და ამბობს, რომ ადამიანი ნულოვანი ღირებულებაა მათთვის.

„შსს დღევანდელი ბრიფინგი ტიპიური პოლიციური სახელმწიფოს მახასიათებლებით.

რამდენიმე დღეა, ქვეყანა ადამიანებზე თავდასხმებს  პირდაპირ ეთერში უყურებს (ჩემს უძვირფასეს მეგობარს გიორგი კლდიაშვილს მთლად ჩაართულ კამერაზე დაესხნენ თავს)  და ამათი საწუხარი კამერების დაზიანებაა.

ამ ბრიფინგმა საუკეთესოდ აჩვენა ქოცების სახე

ადამიანი რომ ნულოვანი ღირებულებაა მათთვის.

ყველამ დაიმახსოვრეთ, ზუსტად ასე მოგექცევიან როგორც მორჩილებაზე უარს იტყვით.

და ასევე ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ მაინც დაგიცავთ, იმიტომ რომ მათგან და როგორც ჩანს თქვენგან გასხვავებითაც დიახ, ჩვენთვის ადამიანია უმთავრესი და უზენაესი“, - აღნიშნავს ხიდაშელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა