საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წესების გარეშე მოქმედებენ -კალაძე „ოცნების“ დაანონსებულ რეესტრზე

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წესების გარეშე მოქმედებენ, ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი,  - აცხადებს  თბილისის მერი კახა კალაძე “ქართული ოცნების” მიერ  “მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების“ მონაცემთა ბაზის შექმნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, ადამიანების ბულინგი ჩვეულებრივი ფაშიზმია.

„გვაქვს პრეტენზია ევროპულობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩვენს ფეხბურთელებზე როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშიზმია, რასაც ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება განსხვავებული პოზიციის გამო ან რაიმე საკითხზე დისტანცირების გამო დააბულინგო და მოღალატე უწოდო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მას  პირადად მოუწია შეეცვალა მობილური ტელეფონი, თუმცა არ გაუთიშავს ნომერი.

„ტელეფონების გამოქვეყნებას რაც შეეხება, მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ გავთიშე. ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება. ვინ არიან ეს ადამიანები უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მე არ ვიკადრებ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმეს ოჯახს დავემუქრო. ეს ადამიანები კი აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს. ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა