ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს, არ აქვს მომავალი - ბერდია სიჭინავა

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს, არ აქვს მომავალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღეს, 9 მაისს განაცხადა.

მისი თქმით ივანიშვილი ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო კურსს.

„ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ 2 რამ გახდა ნათელი: ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო კურსს და ძალადობით დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით, მუქარით არა მხოლოდ ოპონენტების მიმართ, არამედ მათი ოჯახის წევრების, ქალების, ბავშვების, ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

სამწუხარო ფაქტია, რომ 12 წლის თავზე ივანიშვილის „ოცნებას“ პოლიტიკის საკეთებელ ინსტრუმენტად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა დარჩა.

„ოცნება“, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იდეით მოვიდა ხელისუფლებაში, 12 წლის თავზე იყენებს დაშინების და ძალადობის ზუსტად იმ მეთოდებს, რასაც თავად ებრძოდა.

მოშლილია სახელმწიფო მმართველობის სისტემა - ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება. ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, პირიქით - „ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება.

ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს, არ აქვს მომავალი. ხელისუფლება, რომლის მხარდაჭერა 30%-იც აღარ არის - აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლების მიწურულს ფიზიკური ძალადობით, დაშინებით, მუქარით და კორუფციით აკომპენსირებს.

სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უსაფრთხოების სამსახურს, შევახსენებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება და ძალადობის აღკვეთა მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ახლა ივანიშვილი სამართალდამცავებს და მოქალაქეებს შეგნებულად ერთმანეთს აპირისპირებს, რაც არ უნდა დავუშვათ. ყველა ჩვენგანის საერთო მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა