მთავარ ბაზაში უკვე წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე - ანა ნაცვლიშვილი

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, ამ ბაზაში წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე,- განაცხადა  „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ოცნების მიერ დაანონსებული განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა რეესტრის შექმნის შესახებ.

მისი თქმით, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც ეს მუქარა გაახმოვანა, საშუალო დონის პარტმუშაკობის დონეს ვერ გაცდა.

„პარტმუშაკი შალვა პაპუაშვილი საშუალო დონის პარტმუშაკად რჩება. ამ ქვეყანაში, მთავარი ბაზა უკვე შეიქმნა, ამ ბაზაში წერია ივანიშვილი და მისი 83 მოღალატე. ამ ბაზაში აგრძელებენ ჩაწერას ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ დანაშაულებრივ მოქმედებებში. რამდენი სხვა ბაზის შექმნაც არ უნდა აანონსონ, ბაზა შექმნილია, რუსული აგენტები გაშიფრულები არიან, თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგება მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა