ეს არის შეშინებული ივანიშვილის ძალადობა საკუთარი ქვეყნის მიმართ - თეონა აქუბარდია

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის შეშინებული ივანიშვილის ძალადობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელიც აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, - განაცხადა  ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ გუშინ ოპპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ  ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე.

აქუბარდიას თქმით, „ოცნების“ ხელისუფლენბა იმეორებს ბოლშევიკების ტერორის მეთოდებს.

„„წითელი ტერორის“ დროს აგენტების იარლიყის მიწებებით და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ხვრეტდნენ საქართველოს მოქალაქეებს და სწორედ ამ გზას ადგას „ქართულ ოცნება“, როდესაც ხალხს აშინებს, რათა ძალაუფლება კრემლის ძალით შეინარჩუნონ. რაც არ უნდა ამტკიცოს "ქართულმა ოცნებამ", რომ თავად ოპოზიცია აცემინებს ოპოზიციონერებს და რაც არ უნდა ამტკიცოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რომ 9 აპრილს იყო ჭყლეტა, ისე როგორც ამას როდიონოვი ამტკიცებდა, გასაგებია, რომ ეს არის შეშინებული მთავრობის განაცხადი, რომელიც წავიდა ხალხის წინააღმდეგ, არა მხოლოდ კანონით, არამედ ფიზიკური დაპირისპირებით, ტერორით. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს ისტორიიდან ტერორი რას ნიშნავს და რა მოუტანა ამან, მათ შორის, საქართველოს და ამ გზას ადგანან. კლასიკური რუსული გზა აირჩიეს მათ, მაგრამ ისინი ვერ შეაშინებენ იმ ხალხს, რომლებსაც აქვთ სამშობლო, იმ ხალხს, ვისაც არ სურს, ამ სამშობლოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. გადაიხდიან ძალიან დიდ ფასს, არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები და ლიდერები, არამედ აუცილებლად პასუხს აგებენ ყველა ის ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ახლა აშინებენ ხალხს და ფიზიკურად უსწორდებიან განსხვავებული აზრის გამო. როდესაც "ქართული ოცნება" გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ის იწყებს ღია ტერორს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეს გარდაუვლად დასრულდება "ქართული ოცნების" მარცხით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ შიშს, რის ქვეშაც იმყოფება ახლა ივანიშვილი. ამ ტერორის გამოხატულება, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან, ეს არის შეშინებული ივანიშვილის ძალადობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელიც აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, გუშინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს,  „ორბორბლიანების“ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა