თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან მოქალაქეებს 11-12 მაისს დაანონსებულ აქციებზე მისვლისკენ მოუწოდა.

"გუშინ ევროპის დღე იყო და "ქართულმა ოცნებამ" ეს დღე რუსულად აღნიშნა და ვის ესხმიან თავს? ადამიანებს, ვინც ახალგაზრდებს მხარს უჭერენ თავის პროტესტში, ამაგრებენ მათ ზურგიდან, თუ წინ უდგებიან, მაშინ როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ. ეს არის ნამდვილად შიშის და რეალობას მოწყვეტილი სიტუაციის გამომხატველი, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს. მე ვეუბნები მათ, თქვენი დრო ამოწურულია ხალხო, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ ახლა ფიქრობთ, რომ ამ ძალადობით ვინმეს გააჩერებთ, მაგრამ მივმართავ საზოგადოებას - შაბათს, მსვლელობაზე უნდა ვიყოთ გაცილებით მეტი. კვირას, 22:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა "რუსულ კანონს" და კი - ევროპას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს და სრული იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილი. მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია. როცა ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, რომ სათითაოდ დაგვესხან თავს, ამიტომ გავამხნეოთ და გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათს, ვიყოთ გაცილებით მეტი კვირას და რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან ახლოსაა გამარჯვება, ჩამოშლის პირასაა "ქართული ოცნება". პოლიციელებს გუშინ ველაპარაკებოდი, უბრალოდ ხმას ვერ იღებენ. გია ჯაფარიძის სახლთან რომ მივედი, ხმას ვერ იღებდნენ პოლიციელები ისეთ მდგომარეობაში არიან და ვეკითხები საზოგადოებას - ვინმეს ასეთი საქართველო გინდათ? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რას აპირებს ამ კანონის მიღების შემდეგ. მე ღიად ვამბობ - თუ მას ეს ყველაფერი გაუვიდა, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა