ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა -ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 205
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ის არის უზურპატორი და უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება  ოპონენტებს ძალით უპირისპირდება, რაც მათთვისვე დასრულდება ცუდად.

 „ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი - საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ის არის ამ ქვეყნის მტერი, ის არის უზურპატორი და უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ეს კაცი დგას ჩვენსა და ნათელ მომავალს შორის, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს და ჩვენს შვილებს შორის. ჩვენი დიდი წინაპრების ოცნებებსა და მისწრაფებებსა და ამ მიზნების ახდენას შორის. ამიტომ ეს კაცი უნდა გავწიოთ. მორევაზე ნუ გადადიან! - იმიტომ, რომ თუ მორევაზე გადაიყვანენ პროცესებს, მათი დამცველი ამ ქვეყანაში აღარავინ  დარჩება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მათი დაცვა. არა და მოდის დრო, როცა ძალიან დასჭირდებათ ეს ამბავი და დასჭირდებათ ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების მიერ დაცვაც. იმიტომ, რომ პირველი ის „ვანდერლოგები“ შეესევიან, ვისაც დღეს ქართველ პატრიოტებს უსევენ. ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც გაჩერდნენ სანამ დროა, გაჩერდნენ. დრო ნამდვილად ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება იმას რასაც აკეთებენ, კვლავ გავიმეორებ, ეს ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა და ამ დიდ წიგნშია ნათქვამი, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა