ყველაფერი თქვენ მოგეკითხებათ - ქეთი ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილს

სულ ნახვები : 69
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ახლა ყველაფერი თქვენ მოგეკითხებათ,- აცხადებს  ფონდ "ღია საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

ხუციშვილის თქმით,  ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე გამოაჩინა. 

„მინდა, პირადად მივმართო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს,  - მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე გამოჩნდით ჩრდილიდან, მოიხსენით კეთილი მეცენატის ნიღაბი და გამოაჩინეთ რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ახლა, ყველაფერი თქვენ მოგეკითხებათ. რეალურად კანონიც თქვენი ინიცირებულია, ეს ძალადობაც თქვენი წამოწყებულია, ყველა დანარჩენი, სამწუხაროდ, მხოლოდ თოჯინა და სათამაშოა თქვენ ხელში, მაგრამ ასე შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა