ივანიშვილი განგებ დგამს ნაბიჯს, რომ ქვეყანა რუსულ ორბიტაზე შეიყვანოს - ნიკა მელია

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილი განგებ დგამს ნაბიჯს ყველა მხრივ, რომ ქვეყანას დაუბრუნოს ის ბოროტი წარსული და ქვეყანა რუსულ ორბიტაზე შეიყვანოს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

 მისი თქმით, დასავლეთის სანქციებს შორის, რომელიც  ივანიშვილის ხელიუსუფლების ნაბიჯების გამო ემუქრება ქვეყანას, შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც მოხვდეს.  

„სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დადგა, როცა ვამბობ, ყველა ბერკეტი ამოქმედდება ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ-თქო, ამ მექანიზმსაც ვგულისხმობ, რომელიც ევროკავშირის წევრ 27-ვე სახელმწიფოს აქვს. რა თქმა უნდა, ივანიშვილი განგებ დგამს ნაბიჯს ყველა მხრივ, რომ ქვეყანას დაუბრუნოს ის ძალიან ავი, ბოროტი წარსული და ქვეყანა რუსულ ორბიტაზე შეიყვანოს, მაგრამ მას ავიწყდება, რომ აქ ქართველი ხალხი ცხოვრობს. ქართველი ხალხი ისტორიულად თავისუფლებისთვის იბრძვის, ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა, არავის მივცემთ შესაძლებლობას ეს შელახოს, თაობების მიერ მთავარი მონაპოვარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა