შეშფოთებულები ვართ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა - ჰერჩინსკი

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ბოლო დღეებში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო.

"საქართველო, სამწუხაროდ, საერთაშორისო ტელევიზიების ახალ ამბებშია, თუმცა ამის მიზეზი კარგი არ არის. სერიოზულად ვართ შეშფოთებული. ვფიქრობთ, რომ დრო ჯერ კიდევ არის კურსის შესასვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა. იმედი მაქვს, რომ არ გავხდებით იძულებულები ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, სადაც ნაკლები - ნაკლებისთვის იქნება. რაც ნეგატიური იქნება და დაარტყამს რიგით მოქალაქეებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს", - თქვა მან. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა