საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას და პრინციპებზე უარის თქმას - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 75
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას და პრინციპებზე უარის თქმას," - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების მოედანზე, ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახური ნიშნავს, საკუთარი ქვეყნის ერთგულებას. 

"მინდა ვთქვა ერთი მაგალითი, ჩვენი ერთი ელჩი... თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქელაძის. დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არც ერთი პარტიის, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა