პოლიციამ უჩა აბაშიძე დააკავა

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს.

ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა.

ამ დროისთვის აბაშიძის სახლთან მის მხარდასაჭერად მოქალაქეები არიან შეკრებილნი.

პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. აბაშიძეს, მისი ძმის თქმით, ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენება და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ეძლეოდა. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა