საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე დღევანდელ საღამოზე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა