არ შეიძლება, განსხვავებული აზრი იყოს მტრულად აღქმული - დიმიტრი ხუნდაძე

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანონს ვინც დაარღვევს, ის იქნება პასუხისმგებელი. თავი უნდა შევიკავოთ ორმაგი სტანდარტებისგან, მაგალითად, შეიძლება, თავს დაესხა „პოსტივის“ ჟურნალისტს და არ უნდა დაესხა თავს „მთავარის“ წარმომადგენელს, - ამის. შესახებ დღეს, 10 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობის წრმომადგენლემა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რევოლუციური სცენარისთვის მიდის მზადება.

„ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, ეს არის კანონდარღვევა. ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ფიზიკური, მორალური, ზნეობრივი ძალადობისგან, თავი უნდა შევიკაოთ ბულინგისგან. არ შეიძლება, განსხვავებული აზრი იყოს მტრულად აღქმული და იარლიყები ჩამოვკიდოთ, თუკი კონკრეტული პიროვნება არ არის შენს აზრზე. ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე.

ხედავთ, რომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდნენ დესტრუქციული ჯგუფები და სანახაობრივი პერფორმანსების უკან იმალება ის ზრახვები, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება რამენაირად ძალადობრივად იქნას შეცვლილი. ეს დაუშვებელია. ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს არის დაუშვებელი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, შეფასებებს, განცხადებებს როდესაც ვაკეთებთ, უნდა ვიყოთ ობიექტურნი. ჩვენ არ გვინახავს არასამთავრობო სექტორიდან და ოპოტელევიზიებიდან მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესის ღიად ხელისშეშლა და მხოლოდ შერჩევითად ვაკეთებთ ასეთ შეფასებებს. შეფასება ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუკი კანონდარღვევას აქვს ადგილი, ნებისმიერი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც კანონს დაარღვევს. კანონი დაადგენს, ვის რა პასუხისმგებელი უნდა დააკისროს, მოძალადეს, ვინც არ უნდა იყოს ის თანამდებობის, გვარ-სახელის, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, ძალადობა დასჯადია“, -განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა