თანამშრომლობისთვის დრო ჯერ კიდევ არის - მეთიუ მილერის მიმართვა ხელისუფლებას

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თანამშრომლობისთვის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ საამისოდ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს.

წინასწარ არაფერს ვიტყვი იმ ქმედებებზე, რომელსაც ამ შენობიდან განვახორციელებთ, - ამის შესახებ დღეს, 10 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს იმ პროცესებზე, რაც თბილისში მიმდინარეობს მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

„ღრმად ვართ შეშფოთებული კანონმდებლობის და მისი წინ წაწევის საწინააღმდეგო აქციების მიმართ გატარებული ქმედებების გამო.

გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, აქტივისტების, ჟურნალისტების შევიწროების ფაქტებზე, ჩვენ ამას ვგმობთ და გამოვდივართ წინადადებით, ჩატარდეს სრულმასშტაბიანი გამოძიება.

ჩვენ 30 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში წარმატებულად ვთანამშრომლობდით საქართველოსთან და ვისურვებდით საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას.

თანამშრომლობისთვის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ საამისოდ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს.

წინასწარ არაფერს ვიტყვი იმ ქმედებებზე, რომელსაც ამ შენობიდან განვახორციელებთ“, - განაცხადა მილერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა