დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ზუსტად ისე იქცევა, როგორც „ქართული ოცნება“ - მანჯგალაძე

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს დაშინება ვერცერთ ადამიანს ვერ შეაშინებს - ვისაც თავს დაესხნენ, არცერთი არ აპირებს, რომ სახლში დარჩნენ იმის გამო, რომ ვიღაც თავს დაესხა, პირიქით, ისინი უფრო მოტივირებული არიან - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, განაცხადა.

მისივე თქმით, ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი - ამ პროცესშია, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება".

„დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც “ქართული ოცნება”, მაგრამ ეს არის იმისი ჩვენება, რომ ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ. “ქართულ ოცნებას” უნდა, შეცვალოს დემოკრატიის პარადიგმა, როცა ხალხის ეშინია, ხალხს უწევს ანგარიშს და არა პირიქით - ხალხს ეშინია ხელისუფლების. ეს დაშინება ვერცერთ ადამიანს ვერ შეაშინებს - ვისაც თავს დაესხნენ, არცერთი არ აპირებს, რომ სახლში დარჩნენ იმის გამო, რომ ვიღაც თავს დაესხა, პირიქით, ისინი უფრო მოტივირებული არიან. გუშინვე მე უმეტესობა მათგანი ვნახე, ზოგიერთი გუშინწინ ვნახე, ალბათ, “ქართულ ოცნებას” დღევანდელი სიაც გამზადებული ექნება, მაგრამ ამის არავის ეშინია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ქართულ ოცნებაში”, ვისაც ელემენტარული ღირსება შერჩენია და პატრიოტიზმი, თუ არიან ასეთები, ტყუილად ფიქრობთ და გგონიათ, რომ ფსკერზე დადგით ახლა ფეხი და ამის იქით ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არაფერს მოგთხოვთ. გგონიათ, რომ “რუსულ კანონს” მიიღებთ და ამით დასრულდება ყველაფერი, გეგონათ, რომ თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს გადაუვლიდით, მოგუდავდით ამ აირით, წიწაკის სპრეით, შემდეგ გეგონათ, რომ სახლში მიუვარდებოდით ადამიანს და აქ გაჩერდებოდით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი პირიქით არის. ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი - ამ პროცესშია, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, - თქვა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა