„ოცნებამ“ ქვეყანა მიიყვანა სახიფათო გზაჯვარედინამდე - თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება

სულ ნახვები : 212
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა გაერთიანება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფუძნებენ "პირველი მერცხალის" მოძრაობას.

ასვე, აპროტესტებენ რუსულ კანონს და საქართველოს, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეს, იმოქმედონ ერთობლივი ძალებით.

"ჩვენთვის დინამო იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო.

რუსული კანონის ინიცირების დღიდან გვქონდა მკაფიო პოზიცია და დაუგეგმავად ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

ერთი წლის შემდეგ, საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხისშემცველია და დროა, გავერთიანდეთ.

მმართველი პარტიის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მიიყვანა სახიფათო გზაჯვარედინამდე. სწორედ ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველანი განურჩევლად დავგდეთ ერთ მხარეს.

საქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით.

ვაფუძნებთ პირველი მერცხალის მოძრაობას. ვიდგებით იქ, სადაც დასჭირდება ქართველ ხალხს - ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა.

ყველა დინამოელს, ყველა ფანს, ყველა მოქალაქეს - შემოგვიერთდით!", - წერია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა