გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი - გახარია მუქარის შემცველ ზარებზე

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია, სოციალურ ქსელში იმ მუქარის შემცველ ზარებს ეხმიანება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ტელეფონებზე ხორციელდება.

გახარია, მოუწოდებს ხელისუფლების შტოს წარმომადგენლებს შეაჩერონ ეს ყველაფერი.

„ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.

მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით.

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!

ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / state security service of georgia

ირაკლი შოთაძე - საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

ანზორ ჩუბინიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

Irakli Garibashvili

Kakha Kaladze“, - ვკითხულობთ გახარიას წერილში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა