ახლა რომ შეამოწმონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნებათ IQ - ხვიჩია

სულ ნახვები : 50
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახლა რომ შეამოწმონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მე მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნებათ IQ,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა ეცლება.

"ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ეს პოლიტიკა არის იმისთვის, რომ რამენაირად სისუსტე არ გვაჩვენონ. “ნაცებმა” თავის დროზე სისუსტე აჩვენეს, ჩვენ რომ გადმოგვაბარეს ხელისუფლება. ჩვენ ახლა უფრო ძლიერად და კუნთებით უნდა დავდგეთ და არ შევშინდეთ - აი, ეს არის ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” პრიმიტიული ტაქტიკა და ცოტა ხანში ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ დგანან, მგონი დაანახებენ, რას ნიშნავს გულწრფელი პროტესტი.

რაც შეეხება მეორე საკითხს IQ-ს ზომასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ეს ერთი თვისწინანდელი კვლევა იყო, მაგრამ ახლა რომ შეამოწმონ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მე მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნება IQ, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, “ქართულ ოცნებას” ნელ-ნელა ეცლება, ახალი კვლევა რომ ჩაატარონ, მონაცემები, მგონი, პირიქით იქნება. აქცია იმისთვის არსებობს, რომ პარტაქტივიც იყოს, მაგრამ ამ აქციაზე რომ ვინმე იტყვის, რომ პარტაქტივი დგასო, ის ძალიან შორსაა ადეკვატურობისგან, რაც თავისთავად “ქართული ოცნებისგან” გასაკვირი არ არის”, - თქვა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეამოწმეს რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ დადგინდა, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა