დიტო სამხარაძის მუქარები ახალგაზრდებს

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე ახალგაზრდებს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში არიან ჩართულები, ტელეფონით უკავშირდება და მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის.

ერთ-ერთი მათგანი არის ნათია გაბრავაც, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მისი დაცვის მიზნით, სამხარაძის მუქარაზე საჯაროდ ალაპარაკდა.

გაბრავა მიიჩნევს, რომ ეს არის ახალგაზრდების დაშინების პოლიტიკა, რათა მათ შეწყვიტონ აქტივობები.

„ჩვეულებრივი დაშინების მცდელობაა ეს ყველაფერი, რადგან აქტიური ადამიანი ვარ ამ პროცესებში, შესაბამისად მგონია, რომ ეს არის რაღაც იაფფასიანი დადგმული პროვოკაცია, რომ ჩვენ შევშინდეთ და სახლიდან გარეთ არ გამოვიდეთ.

მე არ მაბარია მხოლოდ ჩემი თავი, მყავს შვილი, ვისთვისაც ვცხოვრობ რეალურად და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გამესაჯაროებინა ეს ყველაფერი“, - აცხადებს გაბრავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა