ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ივანიშვილის უკან დგას რუსეთი - დიმიტრი ჩიქოვანი

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა  კლინიკა დატოვა, სადაც მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაუსწორდენენ, ორი დღეს იმყოფებოდა.

ჩიქოვანის  თქმით,  ხდელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობის მიუხედავად ისევ რუსთაველზე  დადგება.

„გაგვლახავენ და ავდგებით, "რობოკოპებით" გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავ...  მე მახსოვს, ორი ადამიანი, მაგრამ ვიდეოზე ყველამ ნახეთ რამდენი იყვნენ. შემდეგ ვნახეთ სხვა ვიდეოებიც, რომ დაჯგუფებით მოძრაობენ დაქირავებულები „ტიტუშკები“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაფერია. ხვალაც აქციაზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ზეგაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასზე თავდასხმის შემდეგ ორი დღეს გავიდა, შსს-ს არ დაუკითხავს. 

„არავინ დაინტერესებულა, არც დავუკითხივარ არავის. შსს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი იარაღი და ის მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის უკან დგას რუსეთი და ამით ყველაფერი ნათქვამია“, -აღნიშნა  ჩიქოვანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა