თავდასხმები გრძელდება - სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებლის ავტომობილი დააზიანეს

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 10 მაისს, "სტუდია მონიტორის" დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის ავტომობილი დააზიანეს და საცხოვრებელი სახლის ფასადზე  შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, უკვე მესამე დღეა მათ წინააღმდეგ ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი გრძელდება.

"უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი "სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.

დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.

გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც "სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული.

ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.

მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას. არა რუსულ კანონს!," - აღნიშნულია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა