ამ თავდამსხმელების და სპეცრაზმის ძალიან მჭიდრო კავშირები იკვეთება - ნოდარ მელაძე

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ გასულ ღამეს, ტელევიზიასთან ჩასაფრებული პირების სამიზნე, გამომძიებელი ჟურნალისტები იყვნენ. 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება მზადდება, რომელიც ხვალ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში უნდა გავიდეს, სადაც მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება. 

„ამ ხალხის სამიზნე იყვნენ ან გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი, რომლებიც მათ საქმიანობაზე ვაკეთებთ რეპორტაჟს, რომელიც ხვალ გავა, სადაც გაშიფრული გვყავს ეს ადამიანი და სხვათა შორის, ამ თავდამსხმელების და სპეცრაზმის ძალიან მჭიდრო კავშირები იკვეთება, ამის შესახებ ხვალ მოვყვებით ან იყვნენ სტუდიაში მყოფი პოლიტიკოსები.

აქ არიან გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც გამოძიებას ამზადებენ ამ პირებთან დაკავშირებული ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულზე - გმირთა მოედანზე სპორტსმენებმა რომ სცემეს აქციის მონაწილეები. ეს არის ერთი ჯგუფი, შესაბამისად, იმ დროს მზადდება ტელევიზიაში ეს გამოძიება, დღის განმავლობაში ყველასთან მისულები ვართ, ყველა დაიდენტიფიცირებულია, ყველა დადგენილი, ჩაწერილი გვყავს და მათ აქვთ პანიკა და ამ დროს ეს მოქმედებები ხდება ტელევიზიაში“,  - აცხადებს მელაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა