სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ. 

ასევე, ძალაში რჩება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია მიერ მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

"იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, მეორე მოსმენით, იმ გადაწყვეტილებით დაუჭირა მხარი, რომ ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებული ყველა ნორმა შენარჩუნდება და კანონებიდან მათი ამოღება აღარ მოხდება.

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად კი, დაგეგმილი იყო იმ ნორმის გაუქმება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონიდან შესაბამისი ნორმა აღარ ამოვა და თანამდებობის პირებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოთხოვნის საფუძველზე ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ მომხდარიყო ან ამ ნორმის ამოღება ან დაკონკრეტება, თუ რა შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი. თავიდან გადავწყვიტეთ, რომ ამოღება შეიძლება უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლების მიდგომიდან და გაცხადებული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე, მკაცრი მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული და ეს მით უმეტეს თანამდებობის პირს უნდა შეეხებოდეს. თანამდებობის პირი, რომელიც ნარკოტესტის გავლაზე უარს ამბობს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანდო ვერ ექნება. კეთილი ინებონ თანამდებობის პირებმა და ნარკოლოგიურიო შემოწმება გაიარონ, როცა მათ ამას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მოსთხოვს“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა