დაუსჯელი არ დარჩება არავინ - ანა ბუჩუკური

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 შესაბამისად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა და  თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება - ამის შესახებ დღეს, 10 მაისს საპარლამენტო ჯგუფ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. 

მისი თქმით, გახარიას გუნმდა უკვე მიმართა გენერალურ პროკურორ, ირაკლი შოთაძეს იმ საქმეების გამოსაძიებლად, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება. 

„ჩვენმა გუნდმა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება მუქარის მუხლით, 151-ე მუხლით. 

როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების დაშინება, მუქარა, გინება სატელეფონო ზარებით და ადამიანების ქუჩაში ცემა. ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას უკვე დაურეკეს და მიიღეს ეს მუქარის ზარები. ეს პროცესი გრძელდება. კონკრეტული მტკიცებულებებით, ე.წ. სქრინებით შევიტანეთ განცხადება „ოცნებასთან“ აფილირებული ე.წ ჩატის, სოც.მედიის საშუალებით როგორ ხდება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება იმ მიზნით, რომ ამ ადამიანებს შემდგომ გაუსწორდნენ, დაემუქრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ქუჩაში დახვდნენ. 

შესაბამისად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა და  თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. 

შესაბამისად, რომ გითხრათ მოლოდინი მაქვს, ირაკლი შოთაძე გამოძიებას დაიწყებს, ბუნებრივია - არა, მაგრამ ყველა მტკიცებულება ჩვენი გუნდის მიერ იქნება წარდგენილი. ვიმეორებ, დაუსჯელი ამ ქვეყანაში არ დარჩება არავინ, ადრე თუ გვიან თითოეულ ამ დანაშაულს, მათ შორის, მუქარას აქვს თავისი ხანდაზმულობის ვადა“, - აცხადებს ბუჩუკური.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა