დროულად დაიწყოს გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე - გახარიას გუნდმა პროკურატურას მიმართა

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენენ, გენერალურ პროკურორ, ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართეს. 

როგორც ცნობილია, გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ტელეგრამ არხი, სადაც ხდება იმ პირების პირადი და საკონტაქტო ინფორმაციის განთავსება, რომლებსაც შემდგომში უნდა დაურეკონ ან სულაც მათზე თავდასხმა განხორციელდეს. 

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე 

მუხლების შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით გამოძიების დაწყების შესახებ. 

გაწვდით ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც ეხება მუქარას, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის

151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. 

შემთხვევა ეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ სოციალური კომუნიკაციის ქსელ „ტელეგრამზე“ შექმნილია „ჯგუფი“ დასახელებით - „ამხილე“, რომელშიც გაურკვეველი პირების მიერ იტვირთება ადამიანების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები, როგორიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ. 

სწორედ, ზემოაღნიშნულ სოციალურ ქსელში მოხდა ახალგაზრდა მოქალაქის, იაკობ ჯანგავაძის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის ატვირთვა და „ჯგუფის“ წევრებისთვის მიწოდება, რომ ის არის “სოციალურად ოდიოზური” ფიგურა. მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში თავს ესხმიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო და ფიზიკურად სცემენ, სოციალურ ქსელში პერსონალური ინფორმაციის გავრცელება მონაცემთა სუბიექტის მხრიდან აღიქმება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის განადგურების მუქარად და აჩენს მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. 

შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, მოგმართავთ, შესაბამისმა საგამოძიებო დანაყოფმა დროულად დაიწყოს გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და პასუხისგებაში მიეცეს შესაბამისი პირები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერს: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია და მიხეილ დაუშვილი.

ცნობისთვის, ტელეგრამის არხი „ამხილე“ ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტ, ნათია ბერიძეს ეკუთვნის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა