სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური ჯგუფები, მათ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები - შალვა პაპუაშვილი სტუდენტებზე

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დისტანცირებულები არიან პარტიებისგან მაგრამ მათ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები“, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ სტუდენტური ჯგუფების  შესახებ. 

 მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ოპონენტებს ყოველგვარი დისკუსია დაბლოკილი აქვთ და კლიშეებით საუბრობენ. 

„ორი საკითხია მნიშვნელოვანი, ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო კვირების განმავლობაში.   პირველი, არის ის,  რომ დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხისა, რომელშიც სამწუხაროდ, უხცხოელი აქტორებიც არიან ჩართული. ნაცვლად იმისა, რომ იყოს საღი დისკუსია საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირაა, არის მცდელობა, რომ არ შევიდეს ვინმე  დისკუსიაში და მიეკეროს კლიშეები ამა თუ იმ ინიციატივას. საბედნიეროდ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და ძალიან  კარგად ერკვევა საკითძებში. 

 მეორე განზომილება არის,რომ  ხდება  წარმოჩენა, რომ თითქოს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად შინაარსობრივად ადა ემოციურად ეკიდება ამ საკითხს, სინამდვილეში ჩვენ თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რამდენიმე აქტივისტების ჯგუფს, ცალკე ტერმინია კიდევ გამოგონებული, რომ თითქოს ამ ახალგაზრდებს არ აქვთ პარტიული კუთვნილება.  მოგიწოდებთ მედიას, ამ ჯგუფებს, „ჯიუტი“, „დაფიონი“, ვკითხოთ რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი. იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დისტანცირებულები არიან პარტიებისგან მაგრამ მათ აქვთ პირდსაპირი პარტიული დავალებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა .

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა