ერევანში საპროტესტო აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სომხეთის დედაქალაქის, ერევნის ცენტრში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

ორ დაკავებულს იარაღი აღმოუჩინეს და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის ბრალი კიდევ ხუთ მონაწილეს წაუყენეს.

10 მაისს საპროტესტო აქციას ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი დეკანოზი ბაგრატ გალსტანიანი უძღვება. ის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის იმპიჩმენტის მომხრეა აზერბაიჯანისთვის სასაზღვრო ტერიტორიების გადაცემის გამო.

"დაუმორჩილებლობის აქციებს" მხარი დაუჭირეს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა