ბაღდათში სკოლის მოსწავლეებმა რუსული კანონი გააპროტესტეს

სულ ნახვები : 872
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებმა რუსული კანონი გააპროტესტეს.

მიუხედავად სიმცირის გამო, მათ მუნიციპალიტეტის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და შეეცადნენ თავიანთი შეხედულება ადგილობრივებამდე მიეტანათ.

CNews-ს აღნიშნულ მსვლელობასთან დაკავშირებით ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია და ისიც განუცხადეს, რომ ქუჩაში გამოსვლის და პროტესტის გამოხატვის სურვილი ბევრს ჰქონდა, თუმცა მათი ოჯახები „ქართული ოცნების“ მხრიდან მიღებული მუქარების გამო, გარეთ ვერ გამოვიდნენ.

ცნობისთვის, ბაღდათში რუსულ კანონთან დაკავშირებით, მოქალაქეების განსაკუთრებით კი არასრულწლოვანების დაშინების შესახებ ინფორმაცია, CNews-მა რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა, სადაც კონკრეტული სახლები და გვარები იყო მოხსენიებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა