„მათ ეშინიათ ჩვენი და არიან ისტერიკაში“ - შუშანა მაცაბერიძე „ოცნებაზე“





...
რუსების ხელწერა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ბოლო პერიოდში, - ასე ეხმიანება პარტია „დროას“ წარმომადგენელი შუშანა მაცაბერიძე, სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, სრულად გადმოაკოპირეს ი ძალადობრივი მეთოდები რასაც იყენებენ რუსეთში საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების მისამართით.
„100%-ით გამოიტანეს (რუსული მეთოდები) საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სინამდვილეში არიან რუსები. გაყიდეს ქვეყანა და ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ასე უსწორდებიან. მათი მიზანი არის, რომ შეაშინონ ეს ადამიანები. წარმოუდგენელია ახლა, რომ ზუკა აქედან რომ გამოვა სახლში დაჯდება. ჩვენ არ გვეშინია, მათ ეშინიათ ჩვენი და ამიტომ არიან ამ ისტერიკაში", - განაცხადა მაცაბერიძემ.