26-ში საქართველო იმარჯვებს, 26 ოქტომბერიც გამარჯვების დღე იქნება - პაატა ბურჭულაძე

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

26 კარგი რიცხვია საქართველოსთვის, 26-ში საქართველო იმარჯვებს და ასე რომ 26 ოქტომბერიც გამარჯვების დღე იქნება, - ამის შესახებ Cnews-ს მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ფეხბურთელებმა უკვე შეგვიყვანეს ევროპაში, რაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სურვილია.

„ფეხბურთელებმა გააკეთეს, ის რასაც ჩვენ, საქართველოს მთელი მოსახლეობა, ხალხი ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, შევიდეთ ევროპაში. ჩვენმა ფეხბურთელებმა ევროპაში შეგვიყვანეს და ძალიან დამსახურებულად. მე ახლა ბერლინიდან გესაუბრებით, აქ არ არის არც ერთი ბარი, ან რესტორნის გარე მხარე, სადაც საქართველოს დროშა არ არის გადმოფენილი, მანქანები დადიან საქართველოს დროშებით. წარმოუდგენელი რამ ხდება, საქართველოს დროშები ფრიალებს ყველგან. - უნდა თუ არა ჩვენ მთავრობას ეს, ჩვენ ფაქტობრივად შეგვიყვანეს ევროპაში, ფეხბურთელებმა ეს გააკეთეს. გმირები არიან, მადლობის მეტი რა გვეთქმის! 26 კარგი რიცხვია საქართველოსთვის, 26-ში საქართველო იმარჯვებს და ასე რომ, 26 ოქტომბერიც გამარჯვების დღე იქნება და საქართველო ივლის ევროპის გზით“, - განუცხადა ბურჭულაძემ Cnews-ს.  

შეგახსენებთ, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითაც პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა