ბაღდათში იქნება კონცერტი ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით - მომღერალი სტეფანე დადებულ პირობას ასრულებს

სულ ნახვები : 386
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ, 26 ივნისს საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, მომღერალმა სტეფანემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აუდიტორიას სთხოვა ჩამოეწერა ის სურვილები, რომლებიც უნდოდათ, რომ ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში შეესრულებინა და მათგან საუკეთესოს შეასრულებდა.

მომღერალმა, დადებული პირობა შეასრულა და დღეს უკვე დააანონსა, რომ ის იმერეთის მუნიციპალიტეტში, ბაღდათში სოლო კონცერტს გამართავს.

„ფეისბუქზე დავწერე, რომ ფანტაზიებით რას მოისურვებდით რომ შევასრულო გამარჯვების შემთხვევაში თქო და ბოლოს გიორგი ცაავამ დაწერა, თუ მოვიგეთ ბაღდათში ჩაატარებ სოლო კონცერტსო და ბოლოს ბაღდათში ვარჩიე კონცერტის ჩატარება და უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტექნიკურად ეს როგორ შევასრულოთ. მოკლედ იქნება ბაღდათში კონცერტი, ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მომღერალმა.

ცნობისთვის, საქართველომ პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო და მერვედფინალში საგზურიც დაიმსახურა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა