ეს გამარჯვება არც შემთხვევითია და არც იღბლიანობით გამოწვეული - ნინო კალანდაძე

სულ ნახვები : 1,679
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს გამარჯვება არც შემთხვევითია და არც იღბლიანობით გამოწვეული, - ამის შესახებ პოლიტიკური ფონდის „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი ნონო კალანდაძე აცხადებს. 

როგორც ის აღნიშნავს, წარმატების მომტანი ქართველი ფეხბურთელები გამოიწრთვნენ და გაიზარდნენ ევროპაში, ევროპულ მოედანზე, სადაც ნიუჭის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები მიეცათ.

მისივე თქმით, თუ გავხდებით ევროპის ნაწილი იგივე წარმატება გველის ყვეწლა სფეროში. 

„როცა ემოციები დაცხრება და რაციონალური აზროვნების უნარი დაგვიბრუნდება მივხვდებით, რომ ეს გამარჯვება არც შემთხვევითია და არც იღბლიანობით გამოწვეული, არამედ შრომით და სიკეთეებით სავსე გარემოებებითაა მოპოვებული.

ასეა, როცა ტალანტს ეძლევა შესაძლებლობა ივარჯიშოს, იკვებოს, იაზროვნოს, იშრომოს, სამედიცინო მომსახურება მიიღოს განვითრებულ ქვეყანაში. წარმატების მომტანი ქართველი ფეხბურთელები გამოიწრთვნენ და გაიზარდნენ ევროპაში, ევროპულ მოედანზე. ისწავლეს გრანდებთან თამაში, ემოციების კონტროლი, გუნდურობა და ევროპელი მწრვთნელის ქვეშ თამაშობენ ევროპული თამაშის კულტურით.

ასეა, როცა ნიჭს განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები ექმნება.

ქართველები რომ ნიჭიერი ხალხი ვართ, მატრაბაზული გამონათქვამი კი არ არის, ბუნებრივია. პატარა ერი ვართ და გადარჩენისთვის ბრძოლაში უნარები განსაკუთრებულად გვივითარდება. თუ გავხდებით ევროპის ნაწილი, იგივე წარმატება გველის არა მხოლოდ სპორტში, არამედ ეკონომიკაში, მედიცინაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში..

ევროპა გვჭირდება იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ევროპის მიღმა არ გვიწერია სიცოცხლე როგორც ერს და სახელმწიფოს. უფრო მეტიც, არც ფიზიკურად.

ჩვენი გზა ევროპაშია და იქ, როგორც აღმოჩნდა, რონალდოს ბურთსაც ბრწყინვალედ ვიგერიებთ და შესაძლოა, ბევრ სხვასაც ვაჯობოთ“, - წერს კალანდაძე სოიციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე საქრთველომ პორტუგალიას 2:0 სძლია  და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა