გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დახურვას მოითხოვს

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის დასკვნა ცნობილია. დასკვნის მიხედვით, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს შეეხება, ობიექტი უნდა დაიხუროს, ხოლო ვისაც ბავშვების წამებაში მიუძღვის წვლილი, უნდა იყოს დასჯილი საკადრისად.

კვლევას სამი წელი დასჭირდა, რომლის შემდგომაც გაირკვა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა აღსაზრდელები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში.

დასკვნის მიხედვით დარღვეულია  ევროპული კონვენციის ხუთი მუხლი, მათ შორის,  ძალადობისგან დაცვის უფლება, მოსმენის უფლება და შშმ ბავშვების დაცვის უფლება.

ცნობისთვის, 2021 წელს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან გამოვიდა ინფორმაცია არასრულწლოვანების მიმართ, არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა