თბილისის მეტროში ახალი მატარებლები ივლის

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერის, კახა კალაძის დღეს, 28 ივნისს გაკეთებული განცხადებით, რომელიც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, თბილისს მეტროში ვაგონების განახლების რესურსი ამოიწურა და საჭიროა ახალი ვაგონებით ჩანაცვლება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონების ექსპლუატაციის ვადაც გადის. შესაბამისად, გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ ვაგონები მეტროში. შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით, უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული ოთხვაგონიანი და ცხრა ერთეული ხუთვაგონიანი) ეტაპობრივად მოგვეწოდება.

შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ. დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია 29 ივლისის ჩათვლით. პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი, დაახლოებით, 200 მლნ ევრო. შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს 5-ვაგონიანი მატარებლები, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით. ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია. პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, გვყავს მეტროს 192 ვაგონი“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია პროექტი თანადაფინანსებით განხორციელდება და მას სახელმწიფოსთან ერთად, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი განახორციელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა