საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე „ნაციონალურმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, კენჭისყრის შედეგების წინასწარი შეფასებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ ხმების 33%-ით ლიდერობს, იუწყება ფრანგული მედია.

მას მოსდევს მემარცხენე ძალების ბლოკი „ახალი სახალხო ფრონტი“ - 28,5%. საპრეზიდენტო კოალიცია „ერთად“ მესამე ადგილზეა 22%-ით.

საფრანგეთში არჩევნები ორ ტურად ტარდება. პირველ ტურში მოსაგებად საჭიროა 50%-ზე მეტის მიღება. მეორე ტურში გადადიან ისინი, ვინც პირველ ტურში ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების მინიმუმ 12,5% მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, "ნაციონალურ გსერთიანებას" არჩევნების მეორე ტურში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს.

„ნაციონალური გაერთიანება“ არის ულტრამემარჯვენე კონსერვატიული ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია საფრანგეთში, რომელიც დაარსდა 1972 წლის ოქტომბერში ფრანგი პოლიტიკოსის ჟან-მარი ლე პენის მიერ. ის, კერძოდ, ემხრობა არაევროპული ქვეყნებიდან შემდგომი იმიგრაციის შეჩერებას და საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნების გამკაცრებას, ასევე აბორტის შეზღუდვას, მრავალშვილიან ოჯახების წახალისებას და სამუშაოს და შეღავათების მიწოდებას ფრანგებისთვის და არა მიგრანტებისთვის.

30 ივნისს საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის ვადამდელი არჩევნების კენჭისყრის პირველი ტური დაიწყო. საღამოსთვის აქტივობა 59%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 1978 წლის შემდეგ. მანამდე, 9 ივნისს, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) დაშლის შესახებ და დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა